09:25 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-01 12:24:41, 488 ნახვა

პოლიტიკა
ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა გადაწყვეტილება გაბრაზებულმა მიიღო

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაწყვეტილება გაბრაზებულმა მიიღო.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, სახელმწიფო სადავეებთან მყოფი პირები გადაწყვეტილებების მიღების დროს გაბრაზებულები არ უნდა იყვნენ.

„პოლიტიკოსებს და განსაკუთრებბით, როდესაც სახელმწიფო სადავეებთან მყოფ პირებზე ვსაუბრობთ, გადაწყვეტილებების დროს არ უნდა იყვნენ გაბრაზებულები. გადაწყვეტილებების დროს გვჭირდება სიმშვიდე და მომეჩვენა, რომ ეს იყო გაბრაზებული გადაწყვეტილება. როდესაც ქვეყნის ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით ვიღებთ გადაწყვეტილებას, მგონია, რომ არ შეიძლება იყო გაბრაზებული“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ცნობისთვის,პრემიერ–მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი, დღეს მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა . მან პრეზიდენტსა და პარლამენტს თხოვნით მიმართა, პარლამენტში ნდობის გამოცხადება დაჩქარებულ რეჟიმში მოხდეს. თუმცა,  გიორგი მარგველაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობის პარლამენტისთვის წარდგენა ერთი კვირით გადადო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
CNN: წელიწადნახევრის წინ ჩაძირული რუსული გემი შესაძლოა ჩრდილოეთ კორეისკენ მიემართებოდა, რომელსაც ბირთვული რეაქტორები გადაჰქონდა
რუბიო ჩინეთში სხვა სახელით გაფრინდა, რათა თავი აერიდებინა პეკინის დაწესებული სანქციებისთვის
ტრამპმა უარყო პუტინთან დონბასის რუსეთისთვის დათმობასთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმების არსებობა
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics