14:57 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-11 10:36:59, 2048 ნახვა

მსოფლიო
კარლეს პუჩდემონმა კატალონიის ე.წ. დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მოაწერა

კატალონიის მთავრობის მეთაურმა კარლეს პუჩდემონმა რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მოაწერა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, აღნიშნულ დეკლარაციას ასევე ხელი მოაწერეს მისმა მოადგილემ ორილ ჟუნკერასმა და ასევე  პარლამენტის სპიკერმა კარმე ფორკადელმა.

ცნობისთვის, დოკუმენტს ხელი გამოყოფის მსურველმა 72 დეპუტატმა მოაწერა. შესაბამისად დამოუკიდელობის მომხრე კატალონიის პარლამენტის აბსოლუტური უმრავლესობაა. 

აღსანიშნავია, რომ მანამდე პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, პუჩდემონმა დამოუკიდებლობის გამოცხადების გადავადება ითხოვა, რათა ოფიციალურ მადრიდთან დიალოგის საშუალება მისცემოდა. 

შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ე.წ. რეფერენდუმი 1 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. წინასწარი მონაცემებით, ესპანეთიდან გამოყოფას ამომრჩევლების 90%-მა დაუჭირა მხარი. ამასთან, ე.წ. რეფერენდუმი დაძაბულ ვითარებაში, შეტაკებების ფონზე წარიმართა. მომხდარი შეტაკების შედეგად, დაშავებულთა რიცხვი 893 შეადგენს, მათ შორის არიან სამართალდამცველებიც. კატალონიის რეგიონალურმა ხელისუფლებამ 2,300 საარჩევნო უბნის გახსნა მოახერხა, საიდანაც პოლიციამ 400-მდე საარჩევნო უბანი დახურა. ოფიციალური მადრიდი, ისევე როგორც ევროკავშირი პლებისციტს არ აღიარებენ და არაკანონიერს უწოდებენ. ოქტომბერს,  ევროკომისიამ განაცხადა, რომ ესპანეთში მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, რეფერენდუმის ჩატარების უფლება მხოლოდ ცენტრალურ მთავრობას აქვს. კატალონიის ხელისუფლების განცხადებით კი,  რეფერენდუმს მხარი ამომრჩეველთა 90,09%-მა დაუჭირა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მომსახურების სააგენტო პირებს ვისაც 365-დღიანი ვადა უახლოეს პერიოდში ეწურებათ, გამოცდის დაჯავშნის პროცესს ამარტივებს
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
კობახიძე - 26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics