14:57 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-10 19:21:11, 2362 ნახვა

მსოფლიო
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად სტელა კირიაკიდესი აირჩიეს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად სტელა კირიაკიდესი აირჩიეს, - ამის შესახებ ინფორმაცია ასამბლეის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

კარიაკიდესს 132 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მისი მოწინააღმდეგე ლიტველი ემანუელ ზინგერსი იყო.

კვიპროსელი პოლიტიკოსი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას 2018 წლის იანვრამდე უხელმძღვანელებს.

"დღეს თქვენ ნდობა გამომიცხადეთ და მომეცით შესაძლებლობა დემოკრატიაში, ადამიანის უფლებებში და კანონის უზენაესობაში ჩემი წვლილი შემეტანა. მომდევნო თვეებში ჩემი მთავარი ამოცანა იქნება ერთობა, კონსენსუსი და სიმშვიდე მსოფლიოში. ვაპირებ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას", - განაცხადა კარიაკიდისმა არჩევის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ კარიაკისი რიგით მესამე ქალია, ვინც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავჯდომარის პოსტს დაიკავებს.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პარლამენტარები ევროსაბჭოს 47 ქვეყნის ეროვნული პარლამენტების წევრები არიან. ისინი იკრიბებიან წელიწადში ოთხჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად.

შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პედრო აგრამუნტი თანამდებობიდან 6 ოქტომბერს გადადგა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მომსახურების სააგენტო პირებს ვისაც 365-დღიანი ვადა უახლოეს პერიოდში ეწურებათ, გამოცდის დაჯავშნის პროცესს ამარტივებს
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
კობახიძე - 26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics