2017-10-10 13:49:54, 2136 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში, ფეთჰულა გიულენთან შესაძლო კავშირის გამო, 70 ოფიცერი დააკავეს
თურქეთში, მუსლიმი მქადაგებლის ფეთჰულა გიულენთან შესაძლო კავშირის გამო, 70 ოფიცერი დააკავეს, - ამის შესახებ Sabah იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, სპეცოპერაცია სტამბოლში, ანკარაში, კაისერში, იზმირში და სხვა პროვინციებში ჩატარდა.
მედიის ცნობით, დაკავებულია 62 სამხედრო საჰაერო ძალების, 4 საზღვარო ძალების ოფიცერი და 4 ჟანდარმი.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ივლისში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თურქეთის ხელისუფლებამ მასობრივი დაპატიმრებები და თანამშრომლების დათხოვნა დაიწყო. ცნობისთვის, აღნიშნული პუტჩის დროს 250 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2 200 ადამიანი დაშავდა.
მას შემდეგ ქვეყნის მასშტაბით საჯარო მოხელეების მასობრივი დაკავება დაიწყო.
ავტორი: ,