01:35 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-09 15:19:34, 2158 ნახვა

სამართალი
დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის სახლში უცნობი პირი შეიჭრა

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის, მალხაზ მამალაძის სახლში უცნობი პირი შეიჭრა.

როგორც მალხაზ მამალაძე ყვება, დღეს დილით  მას უცნობი პირი საკუთარ სახლში თავს დაესხა და მისგან ფულს ითხოვდა.

„გამთენიის ექვსის ნახევარი იქნებოდა, როდესაც ჩემთვის უცნობმა პირმა კარებზე დააკაკუნა, გავაღე და პირდაპირ მკითხა ვიყავით თუ არა გიორგი მამალაძის ძმა. ამის შემდეგ მან ხელი მომკიდა და მომთხოვა თანხა. მე სახლიდან გავიქეცი და 112-ში დავრეკე“, - განაცხადა მალხაზ მამალაძემ.

„ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ძარცვის მცდელობის მუხლითაა დაწყებული. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

უწყების პრესსამსახურში განმარტავენ, რომ სახლიდან წაღებული არაფერია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics