19:59 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-09 13:45:43, 1855 ნახვა

ეკონომიკა
გვენეტაძე: მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი ქვეყნის კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია

„მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი ქვეყნის კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ რეჟიმში ქვეყანამ კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნა და ეს საგარეო სექტორში გაზრდილ მაჩვენებელში კარგად ჩანს.

„ეროვნულ ბანკს არ აქვს რაიმე კონკრეტული მაჩვენებელი გაცვლით კურსთან დაკავშირებით და ისევე, როგორც სხვა ცენტრალური ბანკები, არ აკეთებს გაცვლითი კურსის პროგნოზირებას. მთავარი ამ მიმართულებით არის ის, რომ ქვეყანაში გვქონდეს ბაზრის მიერ შემოთავაზებული კურსი. ეს იქნება ის კურსი, რომელიც საშუალებას მისცემს ქვეყანას, ნებისმიერ შემთხვევაში, პოტენციური საგარეო შოკის შემთხვევაში, რაც შეიძლება ნაკლები საზოგადოებრივი დანახარჯებით გადაიტანოს ეს შოკი. გაცვლითი კურსის ასეთი რეჟიმი მნიშვნელოვანია ქვეყნის კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისთვის და ის, რომ ქვეყანამ შეინარჩუნა კონკურენტუნარიანობა ძალიან კარგად ჩანს იმ საგარეო სექტორში გაზრდილ მაჩვენებელში, რომელზეც დღეს იყო საუბარი. მინდა დავამატო, რომ ამ მიმართულებით გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ის ღონისძიებები და ის მიმართულება, რაზეც ვმუშაობთ მთავრობასთან ერთად - ეს არის დოლარიზაციის შემცირება ქვეყანაში. როგორც მოგახსენეთ, აქ შედეგი გვაქვს“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics