01:34 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-08 17:20:41, 2189 ნახვა

სამართალი
იარაღი, რომლითაც პირი „ევროპული საქართველოს“ აქტივისტებს დაემუქრა, სათამაშო აღმოჩნდა

"ევროპული საქართველოს" თელავის ოფისში შეიარაღებული პირის შეჭრასთან დაკავშირებით, შეტყობინების საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, პირის ვინაობა დადგენილია და ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ამასთან, უწყების პრესსამსახურში აღნიშნავენ, რომ პირს ჩაუტარდა ჩხრეკა და მას  სათამაშო იარაღი აღმოაჩნდა.

„მომხდარიდან 15 წუთში პირის ვინაობა დადგენილ იქნა და შეჩერებული და ასევე პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა პლასტმასის სათამაშო იარაღი, არ დასტურდება, რომ  ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი“,-აცხადებენ შსს-ში.

შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, დღეს ევროპული საქართველოს თელავის ოფისში შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელიც იქ მყოფი აქტივისტებისგან საქმიანობის შეწყვეტას მოითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი იარაღის გამოყენებით იმუქრებოდა.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics