19:59 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-06 17:39:16, 2470 ნახვა

ეკონომიკა
რაჭაში კიდევ ერთი შვეიცარული სტანდარტის შესაბამისი ფერმა აშენდება

შვეიცარულ-ქართული კომპანია „ბლაუნშტაინ საქართველო“ რაჭის რეგიონში ადგილობრივ ფერმერებთან თანამშრომლობას აგრძელებს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მეცხოველეობის განვითარების პროექტის ფარგლებში ამბროლაურის რაიონის მაღალმთიან სოფელ სხვავაში თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ფერმა აშენდება, რომელიც 60 მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე იქნება გათვლილი. ფერმის ასაშენებლად  95 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

პროექტის მხარდასაჭერად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ადგილობრივ ფერმერს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 25 წლიანი იჯარით გადასცა.

ფერმერული მეურნეობის ხელშეწყობა მნიშვნელოვანია რაჭის რეგიონში მეცხოველეობის დარგის განვითარებისა და მაღალმთიან სოფლებში მოსახლეობის შენარჩუნებისთვის.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics