12:09 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-05 13:23:16, 3065 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში სავარაუდოდ, წმინდა ნიკოლოზის საფლავი აღმოაჩინეს

თურქი არქეოლოგების ინფორმაციით, მათ წმინდა ნიკოლოზის ნამდვილი საფლავი აღმოაჩინეს, - ამის შესახებ Guardian იუწყება.

არქეოლოგებმა სპეცტექნიკის მეშვეობით ანტალიის პროვინციაში, კერძოდ კი, ქალაქ დემრეში მდებარე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის ქვეშ კარგად შენახული ტაძარი იპოვეს. ცნობილია, რომ წმინდა ნიკოლოზი სწორედ ამ ტერიტორიაზე დაიბადა.

როგორც არქეოლოგმა სემირ კარაბაირამ აღნიშნა, "ახლა იწყება ნამდვილი მუშაობა". მისივე თქმით, გათხრების ჩატარების შემდეგ, მათ შესაძლოა, წმინდანის ხელუხლებელი ნეშტი იპოვონ.

მკვლევარებს ჯერჯერობით აღნიშნულ ადგილამდე წვდომის საშუალება არა აქვთ, რადგან გათხრების დროს შესაძლოა ქვის ბარელიეფი და მოზაიკა დაზიანდეს.

ბევრი მეცნიერი მიიჩნევს, რომ წმინდა ნიკოლოზი დემრეში მდებარე ეკლესიაში ჩვ.წ. აღ-მდე 343 წელს დაკრძალეს, ხოლო XI საუკუნეში მისი ნაწილები მოვაჭრეებმა იტალიის ქალაქ ბარში უკანონოდ გადაიტანეს.

თუმცა თურქი არქეოლოგები დარწმუნებულები არიან, რომ მაშინ ცხედარი შეცვალეს და წმინდა ნიკოლოზი კვლავ დემრეშია დაკრძალული.

წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი ქალაქ მირას ნანგრევებზეა აშენებული. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ აღნიშნულ ქალაქში წმინდა ნიკოლოზი ცხოვრობდა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იუსტიციის სამინისტრომ პატიმართა კვებისთვის ₾201 მილიონიანი ხელშეკრულებები გააფორმა
ინფრასტრუქტურული პროექტების რეგულირება მკაცრდება - მთავრობა ცვლილებათა პაკეტს ამზადებს
2026 წლის I კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების კომერციული შემოსავალი 64%-ით გაიზარდა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics