2017-09-29 14:15:45, 2661 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის ხელისუფლებამ 117 სამხედრო მოსამსახურის დაკავების ორდერი გასცა
თურქეთის ხელისუფლებამ 117 სამხედრო მოსამსახურის დაკავების ორდერი გასცა, - ამის შესახებ Anadolu იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლება მათ მუსლიმი მქადაგებლის ფეთჰულა გიულენის ორგანიზაცია FETO-სთან კავშირს ედავება.
მედიის ცნობით, სპეცოპერაცია თურქეთის 45 პროვინციაში მიმდინარეობს, მათ შორის იზმირში. 117 სამხედრო პირიდან 19 დისლოცირებულია, 98 კი, მოქმედი ჯარისკაცია.
შეგახსენებთ, რომ თურქეთი ორგანიზაცია FETO-ს და ფეთჰულა გიულენს ქვეყანაში 2016 წლის 15 ივლისს მომხდარი სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორად მიიჩნევს. მაშინ პუტჩის შედეგად 250 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2 200 დაშავდა. მას შემდეგ ქვეყნის მასშტაბით მასობრივი დაკავებები დაიწყო.
ავტორი: ,