08:54 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-21 16:53:21, 2792 ნახვა

მსოფლიო
ბრიუსელში ტერორისტებთან კავშირის ბრალდებით სამართალდამცველი დააკავეს

ბრიუსელში ტერორისტებთან კავშირის ბრალდებით სამართალდამცველი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ბელგიური გამოცემა Derniere Heure ავრცელებს.

მედია საშუალების ცნობით, დაკავებული პოლიციელი ანტიტერორისტული გამოძიების ფარგლებში მოპოვებულ ინფორმაციას, WhatsApp-ის მეშვეობით, ტერორიზმში ეჭვმიტანილ ერთ-ერთ პირს აწვდიდა.

სამართალდამცველის დაკავების ფაქტს ადგილობრივი პოლიცია ადასტურებს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ტერორისტული აქტი ბრიუსელში 25 აგვისტოს მოხდა. მაჩეტეთი შეიარაღებული პირი სამხედროებს დაესხა თავს, რომლებიც ქალაქში პატრულირებდნენ. შედეგად ორი ჯარიკაცი დაიჭრა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics