16:03 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-21 13:44:57, 2267 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოში „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგის ერთ-ერთი ავტორი, რობერტ ლოუსონი იმყოფება

თბილისში ფრეიზერის ინსტიტუტის (Fraser Institute) „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგის ერთ-ერთი ავტორი, პროფესორი რობერტ ლოუსონი იმყოფება, რომელმაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დღეს სამუშაო შეხვედრა გამართა. 
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით,  შეხვედრას ასევე ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტი პაატა შეშელიძე ესწრებოდა.
უწყების ცნობით, სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა უწყების - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა და  იუსტიციის სამინისტროების, ეროვნული ბანკის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა. 
ეკონომიკის სამინისტროში გამართული შეხვედრის მიზანი საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმების განხილვა, ასევე „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველოს სარეიტინგო პოზიციის მიმოხილვა იყო.
პროფესორი რობერტ ლოუსონი საქართველოში რამდენიმედღიანი (18-22 სექტემბერი) ვიზიტით ჩამოვიდა. 
(NS) 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics