|
2017-09-19 16:50:59, 9295 ნახვა
High - Tech
CCleaner-ი ჰაკერებმა მომხმარებლების პირადი ინფორმაციის შესაგროვებლად გამოიყენეს
CCleaner აპლიკაციის „არალეგალურად მოდიფიცირებული“ ვერსია, რომელიც ერთი თვის წინ გამოვიდა გაყიდვაში, ჰაკერებმა მომხმარებლების პირადი ინფორმაციის შესაგროვებლად გამოიყენეს, - ამის შესახებ Sky News იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, აღნიშნული აპლიკაცია უკვე 2 მილიონზე მეტმა მომხმარებელმა გადაიწერა კომპიუტერზე. ანტივირუსის შემქმნელმა კომპანია Piriform-მა, გამოაქვეყნა განცხადება საკუთარ საიტზე, სადაც წერია, რომ ჰაკერებმა CCleaner-ის ახალ ვერსიაში შეღწევა მის გამოშვებამდე მოახერხეს. მედიის ცნობით, ჰაკერებმა აპლიკაციის ლეგიტიმურ კოდებზე ვირუსული კოდები დაამატეს, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს, წაშალოს არასასურველი ფაილი ჰარდ დრაივებიდან. სწორედ ამან მისცა ჰაკერებს 2.27 მილიონი მომხმარებლის პირადი ინფორმაციის მოპოვების საშუალება. აღნიშნული ვირუსული კოდების დამატების შესახებ ინფორმაცია, აპლიკაციის გამოშვებიდან ერთ თვეში გახდა ცნობილი. Piriform-ის წარმომადგენელმა პოლ იუნგმა განაცხადა, რომ კომპანია თავს იკავებს ზედმეტი სპეკულაციებისგან, იმის თაობაზე თუ ვინ დგას ჰაკერული შეტევის უკან და რამდენი ხანი მზადდებოდა თავდასხმა. მისივე ინფორმაციით, ვირუსი ნაპოვნია და პრობლემა უკვე აღმოფხვრილია.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)