07:45 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-18 18:34:44, 2423 ნახვა

მსოფლიო
ლვოვის სასამართლომ დავით საყვარელიძის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები საფუძვლიანად მიიჩნია

ლვოვის საოლქო სასამართლომ უკრაინის მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილის დავით საყვარელიძის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები საფუძვლიანად მიიჩნია, - ამის შესახებ 112.UA სასამართლოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც სასამართლოში აცხადებენ, წარდგენილი მტკიცებულებები დასაშვებად სცნეს.

”წარმოდგენილი მტკიცებულებების განხილვისა და შეფასების შემდეგ, სასამართლომ, დაცვის მხარის არგუმენტები არ გაითვალისწინა, მტკიცებულებები კი დასაშვებად სცნო. აღნიშნული მტკიცებულებები საკმარისია იმისთვის, რომ დავით საყვარელიძის მიმართ წაყენებული ბრალდებები სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნიოს”, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ქალაქ ლვოვის გალიცკის რაიონულმა სასამართლომ, უკრაინის მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილის, პარტია "ახალი ძალების მოძრაობის" წევრს, დავით საყვარელიძეს აღკვეთის ღონისძიება არ დაუწესა. მას თავდებში რადას რამდენიმე დეპუტატი დაუდგა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics