06:49 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-15 14:57:38, 2189 ნახვა

მსოფლიო
ლონდონის მერი: ტერორს არ შევუშინდებით - მოვუწოდებ ლონდონელებს მშვიდობა შეინარჩუნონ

ლონდონის მერი სადიკ ხანი დედაქალაქის მეტროში მომხდარ აფეთქებას გამოეხმაურა.

ხანის თქმით, ლონდონი ტერორს არ შეუშინდება. ლონდონის მერმა ტერაქტი დაგმო და მოსახლეობას მოუწოდა მშვიდობისკენ.  

"პოლიციამ დაადასტურა, რომ დღეს დილით „პარსონს გრინის“ სადგურზე მატარებელში მომხდარი აფეთქება ტერორისტული აქტი იყო. ჩვენი ქალაქი კატეგორიულად გმობს იმ საშინელ ადამიანებს, რომლებიც ტერორს მიმართავენ, რათა ზიანი მოგვაყენონ და ჩვენი ცხოვრების წესი მოსპონ. ლონდონმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ ტერორისტები არ შეგვაშინებენ. მჭიდრო კავშირში მაქვს მეტროპოლიტენის პოლიციასთან, ლონდონის სატრანსპორტო სამსახურთან, მთავრობასთან და სხვა სამსახურებთან, რომლებიც ადგილზე მუშაობენ და შემთხვევას იძიებენ. დავესწრები „კობრას“ საგანგებო სხდომას, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გამართავს. მსურს მადლობა გადავუხადო ჩვენს სპეციალისტებს ლონდონის სატრანსპორტო სამსახურიდან, რომლებიც ადგილზე პირველები მივიდნენ. მოვუწოდებ ყველა ლონდონელს, შეინარჩუნონ მშვიდობა და ინფორმაციის მისაღებად ლონდონის სატრანსპორტო სამსახურის საიტს მიმართონ", - განაცხადა ლონდონის მერმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics