08:11 - 10 May, 2026
|
2017-09-11 04:00:07, 8033 ნახვა
High - Tech
ბაჰამის კუნძულებისა და ფლორიდის სანაპიროებზე ოკეანე გაქრა -ვიდეო
ბაჰამის კუნძულებიდან, რომელსაც მე-5 კატეგორიის ქარიშხალმა "ირმამ" გადაუარა, ოკეანე გაქრა. სოციალურ მედიაში სხვადასხვა მოხმარებლები წერენ, რომ მათი საყვარელი პლაჟები აღარ არსებობს, რადგან წყალმა რამდენიმე ასეული მეტრით ჩაიწია. ერთ-ერთი ვიდეო Twitter-ის მომხმარებელმა @Kaydi_K-მ გაავრცელა. „თვალებს არ ვუჯერებ... ეს არის კუნძული ლონგ-აილენდი, ბაჰამა, და აქ ოკეანე აღარ არის“, - დაწერა პოსტის ავტორმა. ფლორიდის მეტეოსადგურის მეცნიერ-თანამშრომელი რამილ აქილი, ფოტოებთან ერთად რამდენიმე ვიდეოსაც ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ ფლორიდის სანაპირო ზოლი გამქრალია. ცნობილი პლაჟებიდან ოკეანე გაქრა. მეტეოროლოგები განმარტავენ, რომ ეს იშვიათი ბუნებრივი მოვლენის ქარიშხალ „ირმას“ გავლენაა, რომელმაც ძალიან დიდი რაოდენობით წყალი შეიწოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)