04:37 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-11 03:15:13, 2190 ნახვა

მსოფლიო
ანტონ გერაშენკო: სააკაშვილი და ტიმოშენკო ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად მზად არიან, ცხედრებზე გაიარონ

უკრაინის შს სამინისტროს კოლეგიის წევრი, დეპუტატ ანტონ გერაშენკოს განცხადებით, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მომხრეებს უკრაინის საზღვრის გარღვევის დროს სისხლისღვრა სურდათ.

როგორც გერაშენკო Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, მათ მიერ საზღვრის გადაკვეთის დროს 5 მესაზღვრე და 11 პოლიციელი დაშავდა.

 „იმ პროვოკატორების მთავარი მიზანი, რომლებმაც უკრაინის სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გაარღვიეს, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ბრუტალური ძალადობის სცენების თანხლებით სისხლისღვრის მიღწევა იყო. პროვოკატორებმა ვერ მიაღწიეს ამ მიზანს, პირიქით, ყველა გონიერი ადამიანისთვის ცხადი გახდა, რომ სააკაშვილიც და ტიმოშენკოც უკრაინაში ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად მზად არიან, ცხედრებზე გაიარონ. უკრაინის ხელისუფლებისთვის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება კანონის შესაბამისად მუშაობაა. ამიტომ უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს გუშინდელი განცხადება უნდა დასრულდეს ბრალის წაყენებით ყველა პირისთვის, ვინც უკრაინის სახელმწიფო საზღვარი მიზანმიმართულად დაარღვია“, - წერს ანტონ გერაშენკო.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი გუშინ მხარდამჭერებთან ერთად პოლონეთიდან უკრაინაში ჩავიდა. საზღვარზე მას სამართალდამცველების კორდონი დახვდა თუმცა, სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს. იგი ამჟამად ლვოვში, ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics