04:37 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-09 05:06:46, 2672 ნახვა

მსოფლიო
ავთანდილ ხურციძემ გირაოთი გათავისუფლებაზე უარი თქვა

ქართველმა სპორტსმენმა ავთანდილ ხურციძემ გირაოთი გათავისუფლებაზე უარი განაცხადა, - ამის შესახებ სპორტსმენის მეგობარმა მერაბ დვალიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა.

დვალიშვილის ინფორმაციით, ავთანდილ ხურციძის თავდებში დადგომას 6 ადამიანი აპირებდა, თუმცა ეს აღარ გახდა საჭირო.

როგორც სპორტსმენის მეგობარმა  განმარტა, ხურციძეს გარეთ ყოფნის შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატების საემიგრაციო სამსახურთან პრობლემები შეექმნებოდა.

დვალიშვილის თქმით, ხურციძეს გამამართლებელი განაჩენის იმედი აქვს. მანვე დასძინა, რომ ქართველი მოკრივე სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდება, რადგან ის დარწმუნებულია, რომ გაამართლებენ.

გარდა ამისა, ქართველმა სპორტსმენმა მეგობარს გულშემატკივრებისთვის და ახლობლებისთვის  გზავნილის გადაცემა სთხოვა:

"ავთომ მითხრა, თავისი გულშემატკივრებისთვის და ახლობლებისთვის გადამეცა, რომ ის განთავისუფლდება როგორც მართალი, არანაირი შეწყალებით ან რამე მსგავსით, რომ ის გამოვა მართალი და ამას ყველა დაინახავს. ავთო მადლობას უხდის თავის გულშემატკივრებს და ახლობლებს, ვისაც გული შეტკივა და სჯერა მისი", - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ხურციძე ნიუ-იორკში, ე.წ. კანონიერი ქურდის, რაჟდენ შულაიას კრიმინალური დაჯგუფების წევრებთან ერთად დააკავეს. ხურციძეს რეკეტს, თავდასხმას  და რამდენიმე სახის თაღლითობას ედავებიან. წინასწარი მოსმენის დროს, პროკურატურამ წარადგინა 2 ვიდეომასალა, სადაც ჩანს თუ როგორ სცემს ხურციძე პოლიციის ინფორმატორს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics