09:42 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-06 11:25:26, 2932 ნახვა

ეკონომიკა
ცოტნე ყავლაშვილი: სესხების ლარიზაცია 8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ცოტნე ყავლაშვილმა ლარიზაციის მიმართულებით განხორციელებული სახელისუფლებო რეფორმები წარმატებულად შეაფასა.

მისი განცხადებით, ეს საკითხი უმნიშვნელოვანესია მოსახლეობისთვის, რადგან ლარიზაცია მათ სავალუტო კურსის მერყეობაზე ნაკლებად დამოკიდებულს ხდის.

„2017 წლის იანვრისთვის, როდესაც ჩვენ ლარიზაციის რეფორმას ვიწყებდით, საერთო სასესხო პორტფელში ლარში გაცემული სესხების მოცულობა 35 პროცენტს არ აღემატებოდა. 8 თვის შემდეგ, ეს მაჩვენებელი 8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 43 პროცენტი შეადგინა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

ამასთან, ცოტნე ყავლაშვილის შეფასებით, ლარიზაციის წარმატებული შედეგები გამოიწვია შემდეგმა გადაწყვეტილებებმა: სესხების გალარების პროგრამამ; ბიზნესისთვის მოგების გადასახადის რეფორმის ფარგლებში საინვესტიციო რესურსის დატოვებამ; სახაზინო სამსახურის მიერ განხორციელებულმა რეფორმამ ლიკვიდობის მიწოდებასთან დაკავშირებით და სხვა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics