09:42 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-06 09:56:55, 2309 ნახვა

ეკონომიკა
სემეკ-ი ხვალ რამდენიმე კომპანიისათვის ტარიფების დადგენის საკითხზე იმსჯელებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ხვალ საჯარო სხდომას გამართავს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სემეკიდან აცნობეს, სხდომაზე განიხილავენ წყალმომარაგებისა და ელექტროენერგიის სექტორში მოქმედი რამდენიმე კომპანიისათვის გეგმიური საჯარო ადმინისტრაციული წარმოებების დაწყებას 2018 წლის ტარიფების დადგენის მიზნით.

მათივე ცნობით, კომისია განიხილავს გეგმიური საჯარო ადმინისტრაციული წარმოებების დაწყებას შემდეგ საკითხებზე:

შპს „ენერგოტრანსისთვის“ ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის დადგენის მიზნით; შპს „ენგურჰესისთვის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენის მიზნით; შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“ წყალმომარაგების ზღვრული (ზედა ზღვარი) ტარიფების დადგენის მიზნით; შპს „მცხეთის წყალისთვის“ წყალმომარაგების (ზედა ზღვარი) ტარიფების დადგენის მიზნით;  შპს „რუსთვის წყალისთვის“ წყალმომარაგების (ზედა ზღვარი) ტარიფების დადგენის მიზნით; შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საკუთრებაში არსებული ჰიდროელექტროსადგური - ჟინვალჰესისთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების დადგენის მიზნით; შპს „ჯი ფაუერისთვის“ გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენის მიზნით; სს „ენერგო პრო ჯორჯიასთვის“ ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფის დადგენის მიზნით; სს „ენერგო პრო ჯორჯია გენერაციისათვის“ მის საკუთრებაში არსებული ჰიდროელექტროსადგურების - რიონჰესის, ლაჯანურჰესის, ძევრულჰესის, გუმათჰესების კასკადის და შაორიჰესის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენის მიზნით. 

საჯარო სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics