05:06 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-03 13:51:25, 2555 ნახვა

ეკონომიკა
ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობის მურველთა რეგისტრაცია 15 აგვისტოს ჩათვლით გრძელდება

თუ თქვენ საკუთარი ბიზნესი გაქვთ და ფიქრობთ, რომ თქვენი წარმატების ისტორია სხვებსაც გაუზიაროთ, დარეგისტრირდით ბიზნესდაჯილდოება 2017-ში.

მონაწილეთა რეგისტაცია 15 აგვისტოს ჩათვლით  გაგრძელდება. ბიზნესდაჯილდოება თიბისი ბანკისა და ჯეოსელის ერთობლივი პროექტია, რომელიც წელს უკვე მეორედ იმართება. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში არსებული ბიზნესების  განვითარებას და ახალი ბიზნესების წამოწყებას.

მონაწილეობის მიღება შესაძლებელია შემდეგ ნომინაციებში :

  • წლის ინოვაციური ბიზნესი
  • წლის ტურისტული ბიზნესი
  • წლის აგრობიზნესი
  • წლის ქართული პროდუქტი
  • წლის მცირე ბიზნესი
  • წლის ბიზნესი
  • წლის სტარტაპერი

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ონლაინ, ვებგვერდზე www.businessaward.ge. უკვე დარეგისტრირებული კომპანიების შესახებ ინფორმაცია ბიზნესდაჯილდოების ფეისბუქის გვერდიდან  ბიზნეს დაჯილდოება • business award შეგიძლიათ მიიღოთ.

დაჯილდოების მონაწილეებს დამოუკიდებელი ჟიური შეაფასებს, სექტემბრის დასაწყისისთვის უკვე ცნობილი იქნება ფინალისტების ვინაობა - თითოეულ ნომინაციაში სამი ფინალისტი შეირჩევა. ფინალისტების შესახებ აქტიურ პიარ და მარკეტინგულ კამპანიას თიბისი ბანკი და ჯეოსელი განახორციელებენ.

გამარჯვებულები კომპანიები ნოემბრის ბოლოს, დაჯილდოების ფინალურ ცერემონიაზე დასახელდება. ყველა ნომინაციაში გამარჯვებულს ჟიური დაასახელებს, გამონაკლისია ნომინაცია „წლის სტარტაპერი“, სადაც გამარჯვებული საყოველთაო ხმის მიცემის პრინციპით გამოვლინდება.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics