11:23 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-25 17:57:42, 2389 ნახვა

სამართალი
ადვოკატის ინფორმაციით, ოხანაშვილმა დაადასტურა, რომ პატრიარქს ჰქონდა სურვილი, დეკანოზის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ეშუამდგომლა

მამა გიორგი მამალაძის ადვოკატის პაატა მეხრიშვილის განცხადებით, პატრიარქის დაცვის ყოფილმა უფროსმა ჩვენებით დაადასტურა, რომ პატრიარქს ჰქონდა სურვილი ეშუამდგომლა სახელმწიფოსთან დეკანოზის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, თუმცა გარკვეულმა სასულიერო პირებმა გადააფიქრებინეს.

კერძოდ, მეხრიშვილის განმარტებით, მეუფე იაკობმა და სხვა მეუფეებმა პატრიარქს უთხრეს, რომ გიორგი მამალაძისთვის უკეთესი იქნებოდა ციხეში ყოფილიყო, რადგან გარეთ მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას  შესაძლოა საფრთხე შექმნოდა.

„მოწმემ თქვა, რომ პატრიარქი დაარწმუნეს  გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე უკეთესი იქნებოდა გიორგი მამალაძე ციხეში მჯდარიყო გამოძიების მიმდინარეობის და საქმის განხილვის დროს. ამის შემდეგ შეიცვალა პატრიარქმა პოზიცია და აღარც ციხეში შესულა. ეს ოხანაშვილმა დაადასტურა“,-აღნიშნა მეხრიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მესი ოლეგ სალენკოს შემდეგ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ერთ მატჩში სამი გოლი გაიტანა
თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა
Bloomberg: ტრამპმა შეწყვიტა რუსეთის ბრძოლის ველზე გამარჯვების რწმენა
ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics