23:17 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-13 10:41:19, 2521 ნახვა

მსოფლიო
ტრამპი: მე გაცილებით მეტი გავაკეთე პრეზიდენტობისას, ვიდრე ამერიკის რომელიმე სხვა პრეზიდენტმა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მან გაცილებით მეტის გაკეთება შეძლო, ვიდრე ამერიკის ისტორიაში სხვა რომელიმე პრეზიდენტმა, - ამის შესახებ დონალდ ტრამპმა Reuters-სთან ინტერვიუში განაცხადა. 

"ხუთი თვის განმავლობაში ჩვენ გაცილებით მეტს მივაღწიეთ, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების ნებისმიერმა პრეზიდენტმა. თუ შეხედავთ ერაყს, შეხედავთ სირიას, დაინახავთ თუ რა პროგრესს მივაღწიეთ ამ ქვეყნებში "ისლამურ სახელმწიფოსთან" მიმართებაში. საფონდო ბირჟებზე მდგომაროება გაუმჯობესდა, ბოლო 16 წლის განმავლობაში დასაქმების საკითხი ყველაზე კარგ მდგომაროებაშია, პრობლემები არც უზენაეს სასამართლოში გვაქვს. ISIS-სგან არაფერს ვტოვებთ, ერთი სიტყვით არაფერია ისეთი რასაც ცუდად ვაკეთებთ. თეთრი სახლი მშვენივრად მუშაობს ", - აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, ტრამპი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს, მათ შორის რუსეთთან სავარაუდო კავშირებს და აღნიშნა, რომ ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება. 

გარდა ამისა, კითხვაზე ენდობა თუ არა დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის არავის ენდობა.

"ნუთუ ვგავარ პიროვნებას, რომელიც ვინმეს ენდობა? ძალიან ეჭვიანი ადამიანი ვარ. ყველას არ ვენდობი, მაგრამ ის რუსეთის ლიდერია. მას უყვარს თავის ქვეყანა, ისევე როგორც მე მიყვარს ჩემი. საბოლოო ჯამში ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა. შემიძლია ჩვენი შეხვედრა დადებითად შევაფასო, რადგან ბევრი საკითხი განვიხილეთ", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics