2017-07-09 18:24:30, 2781 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ძალაში რჩება
„რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები აღმოსავლეთ უკრაინასა და სირიაში პრობლემის მოგვარებამდე ძალაში რჩება“,-ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„სანქციები ძალაში რჩება სანამ უკრაინასა და სირიაში პრობლემები არ მოგვარდება“ - წერს ტრამპი.
ამასთან, ტრამპის განცხადებით, „დიდ ოცეულზე“ რუსეთის პრეზიდენტთან მოლპარაკებების დროს სირიის გარკვეულ ნაწილში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება შედგა.
„ახლა დადგა დრო რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგის კუთხით წინ წავიწიოთ“, -აღნიშნა ტრამპმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა, გერმანიის ქალაქ ჰამბურგში, „დიდი ოცეულის“ ფარგლებში შედგა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან