02:32 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-04 09:56:50, 2403 ნახვა

სამართალი საზოგადოება
ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს სასამართლო პროცესი გაიმართება

ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა დღეს კვლავ ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით განახლდება. ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ მოწმეებს წარმოადგენს პროკურატურა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე.  მათი ვინაობა წინასწარ არ ხმაურდება.

ე.წ. ციანიდის საქმეზე უკვე დაიკითხნენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის უსაფრთხოების თანამშრომლები, რომლებსაც პროკურატურის ინფორმაციით, უშუალოდ ჰქონდათ შეხება ბარგის ამოღებასთან და  დალუქვასთან, ასევე გამომძიებლები, რომლებმაც ამოიღებს ბრალდებულის ბარგი და ასევე ჩაატარეს ჩხრეკა მამა გიორგი მამალაძის სახლში. დაკითხულია ბრალდების მხარის ე.წ. ოქროს მოწმე, ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე, ბრალდებულ გიორგი მამალაძის ბინის მეპატრონე, სადაც პროკურატურისვე ცნობით, დეკანოზი უანგაროდ ცხოვრობდა,  ადვოკატები-ირმა ჭკადუა და ლილი გელაშვილი, რომლებმაც ბრალდების მხარის მთავარ მოწმეს, ირაკლი მამალაძეს ურჩიეს, საგამოძიებო ორგანოებისთვის მიემართა,  დაკითხულები არიან მამა გიორგი მამალაძის მეზობლები და  სხვა პირები. საერთო ჯამში ე.წ. ციანიდის საქმეზე პროკურატურა 120-მდე მოწმის დაკითხვას აპირებს. როგორც პროკურორები  ამბობენ, აუცილებლად დაიკითხება  საქმეში დაზარალებულად ცნობილი, პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი, თუმცა როდის მოხდება მისი  დაკითხვა, ჯერჯერობით უცნობია.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა ჩანიშნული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics