|
2015-04-21 15:31:14, 438 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი: პრეზიდენტის ადგილას რომ ვიყო, ათონელის რეზიდენციაში გადავიდოდი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ათონელის რეზიდენციაში პრეზიდენტის იძულებით გადაყვანის შესახებ საუბარი შეურაცხმყოფელი და დამაკნინებელია. ამის შესახებ ღარიბაშვილმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" განუცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას და მედიის წარმომადგენლებს მოუწოდა, პრეზიდენტის ინსტიტუტზე ამგვარად არ ისაუბრონ. მისივე მტკიცებით, პრეზიდენტის გადაყვანა იძულებით ათონელის რეზიდენციაში არ მოხდება. თუმცა, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტის ადგილას ათონელის რეზიდენციაში გადავიდოდა. "როდესაც საუბრობთ რაღაც იძულებით წესით გადაყვანაზე, ეს არის ძალიან დამაკნინებელი და შეურაცხმყოფელი სახელმწიფო ინსტიტუტების და მათ შორის პრეზიდენტის ინსტიტუტის. ეს არის ყოვლად მიუღებელი ჩემთვის პირადად, ძალიან გთხოვთ ყველას, მედია საშულებებს და ექსპერტებს, ყველას რომ ასე არ შეიძლება ვისაუბროთ საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტზე, რომ იძულებით მოხდება მისი გადმოყვანა, არამც და რამაც! არასოდეს მეგობრებო.მე მინდა გითხრათ, რომ ნებისმერ ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს საკუთარი აზრი და გამოხატოს ის. რა თქმა უნდა ეს იყო პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომ მან გადაწყვიტა და გადავიდა სააკაშვილის მიერ აშენებულ ნახევარმილიარდიან სასახლეში. მე თუ მკითხვათ ჩემს აზრს, მე პირადად ამას არ გავაკეთებდი. 100%-ით გიდასტურებთ ამას. სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში დღეს არ არის ისეთი სიტუაცია, რომ ჩვენ მივცეთ საშუალება ჩვენს თავს ნახევარმილიარდიან სასახლეებში ვიცხოვროთ. მოსახელობის ნახევარზე მეტი არის გაჭირვებული და ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო ის, რომ ამ სასახლის მიმართ იყო უკიდურესად ნეგატიური დამოკიდებულება, მათ შორის პრეზიდენტს ჰქონდა უკიდურესად ნეგატიური დამოკიდებულება. აქედან გამომდინარე, სწორედ მაშინ დავაყენეთ ათონელის რეზიდენციის რემონტი, რომელზეც 28 მილიონი დაიხარჯა, რომელიც მთავრობამ გამოყო. რა თქმა უნდა, ეს პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს, მე მის დგილას რომ ვიყო, ნამდვილად გადავიდოდი ათონელის რეზიდენციაში",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)