21:10 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-29 21:07:31, 2689 ნახვა

მსოფლიო
ერაყის არმიამ მოსულზე კონტროლი დაიბრუნა - ქალაქი „ისლამური სახელმწიფოსგან“ გათავისუფლდა

ერაყის სამხედრო ძალებმა ქალაქი მოსული ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოსგან” გაათავისუფლეს, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ქვეყნის სამხედრო ძალებმა ქალაქ მოსულში მდებარე მეჩეთის ალ-ნურის მიმდებარე ტერიტორიიდან ტერორისტები განდევნეს და კონტროლი დაიბრუნეს. ამასთან, მედიის ცნობით ტერიტორია ამ დრომდე იბომბება და მიმდინარეობს საბოლოო "გაწმენდითი" მოქმედებები. 

ერაყის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანაში ექსტრემისტების მმართველობა დასრულებულია.

„მათ მიერ გამოგონილი სახელმწიფო განადგურდა“, – განაცხადა გენერალმა იაჰია რასულმა.

როგორც BBC წერს, მოსულის ძველ ნაწილში დაახლოებით 300 ჯარისკაცი კვლავ იბრძვის, თუმცა ერაყის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ომი, რომელიც უკვე 8 თვეა გრძელდება, უახლოეს დღეებში დასრულდება.

ომის განმავლობაში დაბომბვის შედეგად ათასობით მშვიდობიანი მოსახლე გარდაიცვალა, 850 000 კი იძულებული გახდა, სახლი მიეტოვებინა.

შეგახსენებთ, რომ მოსულის გასათავისუფლებლად ბრძოლა სახელისუფლებო ძალებმა 2014 წლის ზაფხულიდან დაიწყეს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მარკეტა გრეგოროვა: „იმედმა“ და სხვა პროსამთავრობო არხებმა ევროპარლამენტის წესები დაარღვიეს
ტროტუარზე დგომის საბაბით ბუკა პეტრიაშვილს 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics