|
2015-04-20 18:57:17, 380 ნახვა
პოლიტიკა
კოჟორიძე: ასეთი აბსურდი, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობიდან სახელმწიფოს მეთაურის გამოსახლების საკითხი იდგეს, არსად მსმენია
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრეზიდნეტის მრჩევლის, კახა კოჟორიძის განცხადებით, მისთვის გასაკვირი იქნება, თუკი პრეზიდენტის ნების საწინააღმდეგოდ, რომელიმე უწყება პრეზიდენტის ინსტიტუტის სხვა შენობაში გადატანას დაგეგმავს. ამის შესახებ კოჟორიძემ ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციის საკითხზე, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გაკეთებული განცხადებების თაობაზე აღნიშნა. "ეს შენობა არის სახელმწიფო საკუთრებაში. პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური დ ამ მარტივი ლოგიკიდან გამომდინარე, ჩემთვის მართლა გასაოცარი იქნება რომელიმე სხვა უწყებამ, სტრუქტურამ რომ დაგეგმოს პრეზიდენტის ინსტიტუტის გადატანა პრეზიდენტის ნების საწინააღმდეგოდ სხვა შენობაში. ძალიან გამიჭირდება სამრთლებრივადაც და პრაქტიკულადაც ამის წარმოდგენა, თუ ვინმეს მართლაც სურს ამის გაკეთება, ალბათ სასამართლოს მიმართავენ თუ არა არვიცი, მოკლედ რა გიპასუხოთ არვიცი",-განაცხადა კახა კოჟორიძემ. მისივე თქმით, გამომდინარე იქედან, რომ პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურია, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ ვის ბალანზე იქნება შენობა. "ვის ბალანსზე იქნება, ეკონომიკის სამინისტროს, თუ რომელიმე სხვა სტრუქტურის ბალანსზე, ჩემთვის ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ის, რომ ეს შენობა არის სახელმწიფო საკუთრება, პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური. აქედან გამომდინარე, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი უწყების ბალანსზე იქნება. ასეთი აბსურდი, რომ სახელმწიფოს მეთაურის პრაქტიკულად გამოსახლების საკითხი იდგეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობიდან, მე არ გამიგია და არ მსმენია არსად.იმედია ჩვენს ქვეყანაშიც არ იქნება",-განაცხადა კახა კოჟორიძემ. ცნობისთვის, მთავრობის დღევანდელ სხომაზე აღინიშნა, რომ ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციის სარემონტო სამუშაოები სრულიად დასრულებულია, ადგილმდებარეობა დასუფთავებულია და ვინაიდან ათონელის რეზიდენცია პრეზიდენტისთვის იყო გათვლილი, სამუშაოები მთლიანად პირველი პირის სტანდარტებზეა შესრულებული. რაც შეეხება რეზიდენციის სტატუსს, მთავრობის სხდომაზე განაცხადეს, რომ ამ თემაზე იმსჯელებენ, თუმცა, რეზიდენციის პრეზიდენტისთვის გადაცემა არ გამორიცხეს. "რეზიდენცია დამთავრებულია, შეტანილია ავეჯი, დასრულებულ-დასუფთავებულია.მიღებული გვაქვს ექსპლუატაციაში,უკვე და მზად ვართ, გადავცეთ ეკონომიკის სამინისტროს. შეგვიძლია ალბათ ვიმსჯელოთ მთავრობაზე სტატუსზე. მოგეხსენებათ ის პრეზიდენტისთვის იყო გთვლილი, სამუშაოები პირველი პირის სტანდარტებზეა შესრულებული. გვქონდა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მჭიდრო კავშირი შენობის რემონტის დროს, პროცესში და სტანდარტების შესაბამისად არის ყველაფერი გაკეთებული. შემდეგი ეტაპი იქნება უკვე ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემა და პრეზიდენტისთვის გადაცემა, თუ როგორც გადაწყვეტს მთავრობა",-განაცხადა ოთარ დანელიამ, რომელსაც პრემიერმა უპასუხა, რომ ამის თაობაზე იმსჯელებენ.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)