19:47 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-23 13:46:51, 2205 ნახვა

სამართალი
ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე ბრალდებული ბექა შენგელია მსხვერპლის სხეულის სხვა მიზნით გამოყენების ნაწილში გამართლდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე ბრალდებული ბექა შენგელია მსხვერპლის სხეულის სხვა მიზნით გამოყენების ნაწილში გაამართლა, ხოლო განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში დამნაშავედ სცნო.

როგორც პროკურორმა ინა გუგუშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ასევე ბრალდებული, ირმა ყოჩიაშვილი სასამართლომ დამნაშავედ სცნო ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი.

საბოლოო ჯამში, ბექა შენგელიას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობისთვის უვადო, ირმა ყოჩიაშვილს კი, ამავე მუხლის ბრალდებისთვის 20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics