2017-06-19 10:43:10, 2373 ნახვა
სამართალი
შსს 100 ქულიანი სისტემის ამოქმედებასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიას აგრძელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით, საინფორმაციო ბუკლეტები მოამზადა.
შსს-ს ინფორმაციით, მოქალაქეთა მაქსიმალური ინფორმირების მიზნით, შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ქალაქებსა და რეგიონებში, მძღოლებსა და ქვეითებს საინფორმაციო ფლაერებს ურიგებენ.
ბუკლეტებში საქართველოში მართვის მოწმობისათვის მინიჭებულ ქულათა სისტემასა და უკონტაქტო პატრულირებაზე, ასევე, ბავშვთა ტრანსპორტით გადაყვანის უსაფრთხოების წესების გამკაცრებასა და სხვა საკანონმდებლო სიახლეების შესახებ დეტალური ინფორმაციია მოცემული.
საკანონმდებლო ცვლილებები ძალაში 2017 წლის 1 ივლისიდან შევა.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან