18:52 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-15 16:34:23, 2414 ნახვა

მსოფლიო
თურქეთმა გაეროს მოსამართლეს 7-ნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თურქეთმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის მექანიზმის მოსამართლეს, აიდინ სეფა აკაის 7-ნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, -  ამის შესახებ "სპუტნიკი" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, სასამართლომ აიდინ სეფა აკაის „ფეთხულა გიულენის ტერორისტული ორგანიზაციის“ წევრობაში დასდო ბრალი.

გაეროს სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის მექანიზმის ცნობით, აკაი ამჟამად გათავისუფლებულია, თუმცა თურქულმა მხარემ მას პასპორტი ჩამოართვა და ქვეყნის დატოვება აუკრძალა.

შეგახსენებთ, რომ მოსამართლე თურქეთში გასული წლის 21 სექტემბერს დააკავეს. გაეროს სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის მექანიზმის განცხადებით, თურქეთმა დაარღვია აკაის დიპლომატიური იმუნიტეტი, თურქული მხარე კი მიიჩნევს, რომ გაეროს ინსტანცია ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში უხეშად ერევა





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
მადიარმა ორბანის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა
პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება
ტრამპმა სი ძინფინი სექტემბერში თეთრ სახლში მიიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics