18:04 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-15 14:35:48, 2173 ნახვა

სამართალი კომენტარი
სუბარი: მუხთარლის საქმის გამოძიება ჩვენი პასუხისმგებლობაა, რასაც ყოველგვარი მოწოდების გარეშე ვაკეთებთ

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, ევროპარლამენტში იყო სხვა თემის განხილვა, რომელიც აზერბაიჯანს შეეხება და აფგან მუხთარლის საქმე იმ დიდი თემის  ერთი მცირე ნაწილია.

როგორც სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოსთან მიმართებაში  ერთადერთი კითხვაა, თუ  როდის დაამთავრებს საქართველო გამოძიებას.

სუბარი ამბობს, რომ აღნიშნული ყოველგვარი მოწოდების გარეშე ისედაც კეთდება.

„ევროპარლამენტში იყო სხვა თემის განხილვა, რომელიც შეეხება აზერბაიჯანს  და აფგან მუხთარლის საქმე იყო ერთი მცირე ნაწილი  იმ დიდი თემის. მიიღეს უ არა საბოლოო რეზოლუცია, არ ვიცი, მაგრამ მიიღებენ თუ არ მიიღებენ, საქართველოსთან მიმართებაში არის ერთადერთი კითხვა, რომ  როდის დაამთავრებს საქართველო გამოძიებას. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ყოველგვარი მოწოდების გარეშე“,-განაცხადა სოზარ სუბარმა.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისში 29 მაისს გაუჩინარდა. მეორე დღეს იგი ბაქოში, საპატიმროში აღმოჩნდა. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აფგან მუხთარლი, აზერბაიჯანში მალულად გადაიყვანეს. მუხთარლის ბრალი ედება საზღვრის უკანონო გადაკვეთაში, სამართალდამცველებისთვის დაუმორჩილებლობაში და კონტრაბანდაში. ბაქოს სასამართლომ მას 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

ცნობისთვის, აფგან მუხთარლი აზერბაიჯანიდან დევნილი საგამოძიებო ჟურნალისტი და აქტივისტია, რომელიც ღიად გამოხატავდა აზერბაიჯანელი მთავრობის წინააღმდეგ მოსაზრებებს. 2015 წლის ინავრიდან ის საქართველოში ცხოვრობს, მის მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად, აფგანი თავისუფალ ჟურნალისტად მუშაობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics