|
2017-06-14 11:16:06, 2242 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი ბანკმა“ ლარის კიდევ ერთი ახალი რესურსი მოიზიდა
„თიბისი ბანკმა“ მსოფლიოს ერთერთ წამყვან საინვესტიციო კომპანია „სიმბიოტიკსთან", ქართული ბიზნესის ხელშესაწყობად, სასარგებლო შეთანხმებას მიაღწია. კერძოდ, თიბისი ბანკი „სიმბიოტიკსისგან" 45 მილიონამდე ლარის 3 წლიან რესურსს მიიღებს, რომელიც მცირე, საშუალო და მიკრო ბიზნესის დაფინანსებას მოხმარდება. შესაბამისად, უახლოეს წლებში თიბისი ბანკი კიდევ უფრო აქტიურად განაგრძობს მცირე, საშუალო და მიკრო ბიზნესებისთვის ლარის რესურსის შეთავაზებას, რაც კიდევ ერთი პოზიტიური გამოხმაურებაა სახელმწიფოს და ეროვნული ბანკის მიერ შემოთავაზებული გალარების ინიციატივაზე. მოზიდული თანხით მცირე, საშუალო და მიკრო ბიზნესებზე 400,000 ლარამდე მოცულობის სესხების გაიცემა. „მოხარული ვართ, რომ წარმატებულად დავასრულეთ მუშაობა ტრარნზაქციაზე, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული საფინანსო სექტორისა და საქართველოს ეკონომიკისთვის. ეს რესურსი დაეხმარება თიბისი ბანკს, რომ გააფართოვოს თავისი ოპერაციები რეგიონებსა და ქალაქებში და მიაწოდოს დაფინანსება მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებს ადგილობრივ ვალუტაში. ეს „სიმბიოტიკისა" და თიბისი ბანკის პირველი ასეთი თანამშრომლობაა. გვიხარია, რომ წარმატებულად დავიწყეთ პარტნიორობა და იმედი გვაქვს, მომავალშიც ასეთივე წარმატებით ვითანამშრომლებთ,"- განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ. „მოხარული ვართ, რომ წარმატებულად დავასრულეთ მუშაობა ტრანზაქციაზე თიბისი ბანკთან, რომელიც საქართველოს ლიდერ ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს და რომელიც მნიშვნელოვნად ეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას საქართველოში, ქმნის ახალ შესაძლებლობებს და სამუშაო ადგილებს ქვეყანაში,"- განაცხადა დენიელ შირიბერმა „სიმბიოტიკსის" საინვესტიციო ოპერაციების დირექტორმა. „სიმბიოტიკსი" მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც ფოკუსირებულია განვითარებად ბაზრებზე. მისი მიზანია ასეთ ბაზრებზე ბიზნესის ხელშეწყობა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. „სიმბიოტიკსი" ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ისეთ სფეროებში, როგორიცაა საკვები, სასოფლო-სამეურნეო, სამომხმარებლო და ენერგეტიკული სფეროები და უზრუნველყოფს სხვადასხვა საინვესტიციო გადაწყვეტებს ამ სფეროების გასავითარებლად. „სიმბიოტიკსი" ფოკუსირებულია აფრიკაზე, ლათინურ ამერიკაზე, აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ-არმოსავლეთ და ცენტრალურ აზიაზე.
(R)
პროკურატურამ რკინიგზის საქმის რვავე დაკავებულს ბრალი წარუდგინა, ორზე ძებნა გამოცხადდა
კალაძე ტაქსისტებს - მეგობრებო, აუცილებლად გადაიხადეთ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ნებართვების გაუქმება
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)