14:16 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-13 18:15:12, 1522 ნახვა

Lifestyle
სოციალურ ქსელში ბანერი გავრცელდა, რომელზეც საქართველო აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარეშეა ასახული

სოციალურ ქსელში სარეკლამო ბანერი გავრცელდა, რომელზეც საქართველოს რუკა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარეშეა გამოსახული.

აღნიშნულმა ფოტომ Facebook-ის მომხმარებლებში დიდი რეზონანსი და უკმაყოფილება გამოიწვია.

თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სარეკლამო ბანერი სომხური კომპანიის იყო. თუმცა, როგორც გაირკვა, ბანერი საერთაშორისო კომპანია Enterprise Holding-ს ეკუთვნის.

ხსენებული კომპანია მანქანებს მსოფლიოს მასშტაბით 85 ქვეყანაში აქირავებს.

"ექსპრესნიუსი" დეტალების გასარკვევად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. 

უწყების პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნული ფაქტის შესახებ მათთვის 11 ივნისს გახდა ცნობილი.

"საქარათველოს საელჩომ ერევანში მოახდინა მყისიერი რეაგირება. შედგა კომუნიკაცია, როგორც მანქანების გაქირავების კომპანიასთან ასევე, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით საქმე გვაქვს დიზაინერის შეცდომასთან და ბანერზე განთავსდება რუკის გასწორებული ვერსია", - აცხადებენ უწყებაში. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics