|
2017-06-13 11:25:26, 2255 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირი რუსეთს დაკავებული მომიტინგეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახური 12 ივნისს რუსეთში სხვადახვა ქალაქებში მშვიდობი დემონსტრანტების დაკავესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რუსმა ძალოვნემა ასობით მშვიდოაბინი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა გამოიეყენს. „რუსი ძალოვანების მიერ ძალადობის გამოყენებით ასობით მშვიდობიანი დემონსტრანტის დაკავება მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგსა და ქვეყნის მასშტაბით სხვა ქალაქებში, ეწინააღმდეგება სიტყვის თავისუფლების ძირითად პრინციპებს“, - ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, საერთაშორისო ვალდებულებები დაიცვას. შეგახსენებთ, რომ 12 ივნისს რუსეთის ათობით ქალაქში ანტიკორუფციული საპროტესტო აქციები გაიმართა. ქალაქებში მიტინგები არასანქცირებულად გამოცდხადდა, რასაც მასობრივი დაკავებები მოჰყვა. პარალელურად რუსმა სამართალდამცველებმა ადგილობრივი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)