17:47 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-13 11:14:22, 2613 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობის სავარაუდო დამკვეთთა ვინაობა ცნობილია

თურქეთის პროკურატურამ რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობის სავარაუდო დამკვეთთა ვინაობა დაადგინა, - ამის შესახებ თურქული გამოცემა Hurriyet daily news იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, პროკურატურას 5 ეჭვმიტანილი ჰყავს. ერთ-ერთი მათგანი შესაძლოა მკვლელობის უშუალო დამკვეთი იყოს.

როგორც სააგენტო წერს, ხუთივე ეჭვმიტანილი იმავე სასტუმროში იყო რეგისტრირებული, სადაც დიპლომატზე თავდასხმა განხორციელდა. სამართალდამცველებმა ასევე დაადგინეს, რომ უშუალო თავდამსხმელი, მევლუთ ალთინთაში რამდენიმე დღით ადრე ამ სასტუმროს სიახლოვეს მდებარე სავაჭრო ცენტრში იმყოფებოდა. აღნიშნულ სავაჭრო ცენტრში ის პროგრამა ფეისთაიმის მეშვეობით, ეჭვმიტანილებს ესაუბრა. მოგვიანებით კი ისინი ერთმანეთს სასტუმროში შეხვდნენ. 

შეგახსენებთ, რომ თურქეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი ანკარაში, 19 დეკემბერს თანამედროვე ხელოვნების ცენტრში სიტყვით გამოსვლის დროს მოკლეს. ელჩის მკვლელი, 22 წლის ყოფილი პოლიციელი მევლუთ მერტ ალტინტაში სამართალდამცველებმა ადგილზევე მოკლეს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა სი ძინფინი სექტემბერში თეთრ სახლში მიიწვია
საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მხარდამჭერია
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
BOG Emolas Corporation-თან პარტნიორობს - კულტურული პროექტები აშშ-ში მყოფი ქართველებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics