16:18 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-13 10:53:44, 2389 ნახვა

სამართალი
შსს ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სასამართლო განჩინების საფუძველზე, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული ლ.ჩ., 1977 წელს დაბადებული დ.ბ., 1973 წელს დაბადებული ნ.ბ. და 1980 წელს დაადებული ნ.კ. გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები ერთ-ერთ ბიზნესმენს 150 000 აშშ დოლარს სძალავდნენ და თავისი კუთვნილი 200 კვ.მ ფართის მათზე გადაფორმებას სთხოვდნენ. ამ მიზნით, ბრალდებულებმა ბიზნესმენს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ და თანხის გადახდის პირობის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

სამართალდამცველებმა ლ.ჩ. და ნ.ბ. თბილისში, ხოლო დ.ბ. და ნ.კ. მცხეთის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

გამოძიება გამოძალვის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება - 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics