14:34 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-10 13:26:23, 2084 ნახვა

სამართალი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებები დაიწო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებები დაიწო.

უწყებაში თანამდებობა სამსახურის უფროსის მოადგილემ მიხეილ ახვლედიანმა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი გრძელიშვილმა დატოვა.

როგორც "ექსპრესნიუსს" გრძელიშვილმა განუცხადა, მის მიერ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო.

"ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა. საგამოძიებო სამსახურში შეიცვალა გუნდი, ვისტანაც ერთად მე ვმუშაობდი, ვისთანაც ერთად ამდენი წლის განმავლობაში სტრუქტურას ვაწყობდით, ნდობა გვქონდა ერთმანეთის მიმართ. წავიდა უფროსიც, მოადგილეც, შესაბამისად მეც აღარ მაქვს სურვილი ახალ გუნდთან ვიმუშაო", - აღნიშნა გრძელიშვილმა.

ცნობისთვის, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს უწყების ახალი ხელმძღვანელი ლევან გამყრელიძე 9 ივნისს წარუდგინა. ამ პოსტზე მან გიორგი ბადაშვილი შეცვალა, რომელიც კარიერას მთავარ პროკურატურაში გააგრძელებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics