16:43 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-10 11:02:31, 2735 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი: ყატარი ისტორიულად ტერორიზმის სპონსორია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ყატარს ტერორიზმის ფინანსირებაში დასდო ბრალი, - ამის შესახებ BBC იუწყება.

რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა მოუწოდა ყატარის ხელისუფლებას ამ ქმედებას წერტილი დაესვას.

"ყატარი, სამწუხაროდ ისტორიულად ტერორიზმის სპონსორი იყო. ჩვენ მოვუწოდებთ ყატარსა და რეგიონის სხვა ქვეყნებს, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ტერორიზმის ფინანსირება", - განაცხადა ტრამპმა.

მანამდე კი აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა სპარსეთის ყურეს ქვეყნებს, ყატარისთვის ბლოკადის შესუსტებისკენ მოუწოდა. მისი განმარტებით, ეს ხელს უშლის ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლას.

ამასთან, ტილერსონმა აღნიშნა, რომ ყატარის ბოიკოტი ნეგატიურად აისახება საქმიან ურთიერთობებსა და ვაჭრობაზე, აგრეთვე ზიანს აყენებს ქვეყნის ჩვეულებრივ მოქალაქეებს.

შეგახსენებთ, რომ 9 ქვეყანამ ყატართან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი ქადაგიშვილი - ოპოზიციის ბრმა მორჩილება უცხოეთის მიმართ საზოგადოებაში აპათიას იწვევს
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics