16:43 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-07 16:34:15, 2558 ნახვა

მსოფლიო
France Press-ის ინფორმაციით, მიანმარის თვითმფრინავის ფრაგმენტები ზღვაში იპოვეს

მიანმარის სამხედრო თვითმფრინავს, რომელიც რადარებიდან ცოტა ხნის წინ გაქრა, ზღვაში ვერტმფრენებით ეძებენ, - ამის შესახებ France Press იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 116 ადამიანი იმყოფება. ის მიეიკიდან იანგუნის მიმართულებით ახორციელებდა ფრენას. 

გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავში სამხედროების ოჯახის წევრები ისხდნენ. 

თვითმფრინავთან კავშირი იმ დროს გაწყდა, როცა თვითმფრინავი ანდამანის ზღვის თავზე იმყოფებოდა.

როგორც France Press ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, ზღვაში თვითმფრინავის ფრაგმენტებია ნაპოვნი. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი ქადაგიშვილი - ოპოზიციის ბრმა მორჩილება უცხოეთის მიმართ საზოგადოებაში აპათიას იწვევს
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics