14:04 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-01 12:56:24, 2504 ნახვა

მსოფლიო
„ისლამური სახელმწიფო“ ქალაქ რაქას ტოვებს

ქურთული სამხედრო შენაერთებისა და ამერიკის შეერთებული შტატების კოალიციის ალყის მიუხედავად, ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლები სირიის ქალაქ რაქას ტოვებენ და მდინარე ევფრატზე გადადიან, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის უწყება სირიის დემოკრატიულ ძალებსა და საერთაშორისო კოალიციას რაქას ვირტუალურ ბლოკირებაში ადანაშაულებს. 

როგორც ოფიციალურ მოსკოვში განაცხადეს, საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა რაქადან პალმირას მიმართულებით ისლამისტების გადაადგილების ორი მცდელობა აღკვეთეს. 

საჰაერო იერიშების შედეგად 80 ისლამისტი მებრძოლი, 36 ავტომობილი, 8 საწვავის და 17 იარაღის გადამტანი ავტომანქანა, განადგურდა. 

გავრცელებული ცნობით, სამმა ავტოკოლონამ ღამის სიბნელით ისარგებლა, რაქას დატოვება მაინც მოახერხა და სამხრეთის მიმართულებით წავიდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: ჩვენ გვჭირდება ადამიანები სტრატეგიული ხედვითა და დიდი გამბედაობით
გარდაბანში ავარიის შედეგად 8 ადამიანიდან 7 ადგილზე დაიღუპა, ერთი კრიტიკულ მადგომარეობაშია - ვიდეო
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics