11:09 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-31 12:15:35, 2445 ნახვა

სამართალი კომენტარი
ლეილა მუსტაფაევა საქართველოს ხელისუფლებას: სირცხვილი თქვენ, რადგან სიტყვის თავისუფლება გაწირეთ

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მეუღლის, ლეილა მუსტაფაევას განცხადებით, დღეს აზერბაიჯანში  სასამართლო სხდომა გაიმართება, სადაც მისი მეუღლის საკითხს  განიხილავენ.

როგორც  მუსტაფაევამ აღნიშნა,  გაურკვეველია, თუ როგორ მოხვდა  მეისი მეუღლე აზერბაიჯანში  ყველანაირი საიდენტიფიკაციო საბუთის გარეშე.

“ჩემი ქმარი გუშინ დააკავეს საქართველოში, კერძოდ თბილისში. ამის შემდეგ გადაიყვანეს აზერბაიჯანში ყველანაირი პასპორტის და  საბუთის გარეშე. არ ვიცი როგორ დაუშვეს ეს ქართველმა მესაზღვრეებმა. დღეს გაიმართება სასამართლო პროცესი და ისინი მის დაკავებას განიხილავენ. მინდა საქართველოს ხელისუფლებას ვუთხრა: სირცხვილი თქვენ, რადგან სიტყვის თავისუფლება გაწირეთ. მათ მიართვეს აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი ყველანაირი დასაბუთების და მიზეზის გარეშე. ვფიქრობ, რომ ქვეყანა რომელიც ცდილობს დაუახლოვდეს ევროკავშირს ასე არ უნდა იქცეოდეს. აქ რამდენიმე დღე დავრჩები რადგან გარკვეული საბუთები მაქვს მოსამზადებელი“, - განაცხადა ლეილა მუსტაფაევამ.

ცნობისთვის მთავრობის კანცელარიასთან თბილისში გაუჩინარებული აზერბაიჯენელი ჟურნალისტის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. ადგილზე ათობით ადამიანი იყო შეკრებილი. მათ მთავრობას მიმართეს,  გამოიძიონ საქმე, თუ როგორ მოხვდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი სხვა ქვეყანაში საბუთების გარეშე.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორი კვირის შემდეგ მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს
ირანულმა გემებმა აშშ-ის საზღვაო ბლოკადის ზონაში გადასვლა დაიწყეს
საქართველოს AI ნაკრები ცნობილია - ახალგაზრდა ტალანტები ქვეყანას საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარადგენენ
უკრაინამ კრასნოდარის მხარეში ბენზინგასამართი სადგურების მომარაგების საწყობი დაბომბა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics