|
2015-04-16 12:08:36, 312 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი რიგაში ლატვიელ კოლეგას შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რიგაში, ლატვიელ კოლეგას შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილის პატივსაცემად ანდრის ბერზინშის დროებით რეზიდენციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. სახელმწიფო მეთაურები ერთმანეთს ჯერ პირისპირ, ხოლო შემდეგ გაფართოებულ ფორმატში შეხვდნენ. შეხვედრის დაწყების წინ საქართველოს და ლატვიის პრეზიდენტებმა ერთობლივი სამახსოვრო ფოტო გადაიღეს. საუბრისას პრეზიდენტებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობა განიხილეს და ბიზნესურთიერთობის სამომავლო გაღრმავებაზე იმსჯელეს. შეხვედრის მთავარი თემა მაისში დაგეგმილი რიგის სამიტი იყო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებასა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების ეფექტიანი იმპლემენტაციის მნიშვნელობას. გიორგი მარგველაშვილმა ლატვიელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის ურყევი მხარდაჭერისათვის. მხარეებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებაც ისაუბრეს და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო განიხილეს. შეხვედრისას ასევე ხაზგასმით აღინიშნა, გასულ წელს საქართველოში ლატვიის პრეზიდენტის ანდრის ბერზინშის ვიზიტის მნიშვნელობა. ცნობისთვის, გიორგი მარგველაშვილი ლატვიაში საპასუხო ვიზიტით იმყოფება. გასული წლის ნოემბერში ქვეყნის პირველმა პირმა ლატვიელ კოლეგას საქართველოში უმასპინძლა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)