07:44 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-25 14:19:56, 2490 ნახვა

სამართალი
თბილისში თურქეთის მოთხოვნით, დემირელის კოლეჯის თანამშრომელი მუსტაფა ემრე ჩაბუქი დააკავეს

თბილისში, საქართველოში მცხოვრები თურქეთის მოქალაქე, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი  მუსტაფა ემრე ჩაბუქი დააკავეს.

როგორც მისი მეუღლე თუბა ჩაბუქი აცხადებს, ბიზნესმენის დაკავება თურქეთის მთავრობის მოთხოვნის საფუძველზე, დაუსაბუთებელი ბრალდებით მოხდა.

„მისი დაკავება მოხდა თურქეთის მთავრობის მოთხოვნის საფუძველზე, მისი თურქეთში ექსტრადირების თაობაზე სრულიად დაუსაბუთებელი ბრალდებით.  მას  სავარაუდოდ ბრალი ედება ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში, თუმცა  მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ იგი არ  იძებნება ინტერპოლის მიერ და საქართველოს კანონმდებლობასთანაც არასდროს შექმნია რაიმე სახის პრობლემა. შექმნილი სიტუაციიდან და საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ  მუსტაფა ემრე ჩაბუკის   დაკავება კიდევ ერთი რგოლია იმ პროცესისა, რომელსაც წინ უძღოდა  ბათუმის შაჰინის სახელობის სკოლისათვის ავტორიზაციის სრულიად უკანონო გაუქმება“, - აცხადებს თუბა ჩაბუქი.

იგი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, სახალხო დამცველს, დიპლომატიურ კორპუსს და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავს, დაუყოვნებლივ  მოხდეს რეაგირება მუსტაფა ემრე ჩაბუკის  დაკავების გამო.

„მიგვაჩნია, რომ  ბ-ნ- მუსტაფა ჩაბუკის თურქეთში   უსაფუძვლო ექსტრადირება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს  საქართველოს ხელისუფლების  საერთაშორისო რეპუტაციას“, - აცხადებს დაკავებულის მეუღლე.

ამ წუთებში უზენაეს სასამართლოში მუსტაფა ჩაბუქის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics