|
2017-05-20 15:43:05, 2514 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა პირველი საგარეო ტურნე საუდის არაბეთით დაიწყო (ფოტოები)
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირველი საგარეო ვიზიტები საუდის არაბეთით დაიწყო, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, რესპუბლიკელი პრეზიდენტი ელ-რიადში პირველ ლედისთან ერთად ჩაფრინდა. როგორც დასავლური მედია წერს, დაგეგმილ სამიტზე ტრამპი სიტყვით 40 ისლამური ქვეყნის ლიდერის წინაშე წარდგება და „ისლამის მშვიდობიან ინტერპრეტაციაზე“ ისაუბრებს ერ-რიადის სამიტის დღის წესრიგში ისლამურ ექსტრემიზმთან ბრძოლისა და რეგიონში ირანის გავლენის ზრდის საკითხი განიხილება. აქამდე ტრამპი მკაცრად აკრიტიკებდა თეირანის ბირთვული პროგრამის შეთანხმებას, რომლითაც ირანს სანქციები შეუმსუბუქდა. Reuters-ი ხაზს უსვამს იმას, რომ პირველი ლედი მელანია ტრამპი აუდის არაბეთში ვიზიტისას ტრადიციული თავსაბურავის გარეშე გამოცხადდა. ცნობისთვის, საუდის არაბეთის ოფიციალურ პირებთან თავსაბურავის გარეშე შეხვედრები გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ გამართეს. ადრე, ანალოგიური გადაწყვეტილება აშშ-ის 44-ე პრეზიდენტის მეუღლემ, მიშელ ობამამ მიიღო. BBC-ის ინფორმაციით, საუდის არაბეთის გარდა, 8-დღიანი ტურნეს ფარგლებში, ტრამპი ისრაელს, პალესტინას, ბრიუსელსა და ვატიკანს ეწვევა, ასევე, დაესწრება „დიდი შვიდეულის“ სამიტს სიცილიაში. ტრამპის ტურნე პოლიტიკურთან ერთად, რელიგიური თვალსაზრისითაც მრავალფეროვანია, რადგან ამ გზით ის 3 მონოთეისტური რელიგიის – ისლამის, იუდეიზმისა და ქრისტიანობის ცენტრებს მოინახულებს. ცოტა ხნის წინ, მუსლიმების ქვეყანაში შესვლის შეზღუდვის გამო, ტრამპი კრიტიკის ობიექტი გახდა. განკარგულება რომლითაც მან 7 ისლამური ქვეყნის მოქალაქეებს შტატებში შესვლა აუკრძალა, სასამართლოში დღემდე საჩივრდება.
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
კიევის სასამართლომ ფულის გათეთრების საქმეზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ანდრეი იერმაკი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)