12:13 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-19 18:59:31, 2216 ნახვა

მსოფლიო
Reuters: პუტინის ყოფილი მეუღლე მულტი-მილიონიანი საკუთრების ბიზნესთან არის კავშირში

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ყოფილმა ცოლმა, იმ ორგანიზაციის შექმნასა და მხარდაჭერაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მოსკოვის ისტორიულ უძრავ ქონებას ფლობს და შენობის დამქირავებლებისგან მილიონობით დოლარს გამოიმუშავებს.

Reuters-ის ცნობით, შენობა პუტინთან დაკავშირებული პირების დახმარებით განახლდა და კომპანიის მმართველი, რომელიც დამქირავებლებისგან შემოსავალს იღებს, რუსეთის პრეზიდენტის ყოფილი მეუღლის ქალიშვილობის სახელითაა ცნობილი.

როგორც რუსული გაზეთი Rossiiskaya Gazeta წერს, ლიუდმილა პუტინამ იმ არაკომერციული ორგანიზაციის შექმნაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ყოფილი რუსი არისტოკრატის მფლობელობაში არსებული, მოსკოვის ცენტრში მდებარე Volkonsky House-ს გაქირავებით მილიონობით დოლარს იღებს.

ორგანიზაცია 2002 წელს დაარსდა. 2006 წელს Rossiiskaya Gazeta-მ პუტინის ყოფილი მეუღლე ორგანიზაციის „ნდობით აღჭურვილ პირად“ გააცნო საზოგადოებას.

ლიუდმილა პუტინა 1983 წლიდან 2013 წლამდე ვლადიმერ პუტინის მეუღლე იყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
კიევის სასამართლომ ფულის გათეთრების საქმეზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ანდრეი იერმაკი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics