01:16 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-19 17:51:40, 2554 ნახვა

სამართალი
დეკანოზ გიორგი მამალაძეს სახაზინო ადვოკატი დაენიშნა

თბილისის საქალაქო სასამართლოს ე.წ. ციანიდის საქმეზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბრალდებულის უფლებებს, მომდევნო სხდომაზე სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი დაიცავს. 

„ბრალდებულ გიორგი მ.-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა დახურულ სხდომებზე გაგრძელდება.  სასამართლომ, გადაწყვეტილება საქმეზე პერსონალური მონაცემების, პირადი ცხოვრების და პროცესის მონაწილის უსაფრთხოების ხელყოფასთან დაკავშირებული კონკრეტული და რელევანტური გარემოებების გათვალისწინებით მიიღო.

ბრალდებულმა და დაცვის მხარემ პროტესტის ნიშნად სასამართლოს სხდომის დარბაზი დატოვეს, რასაც სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა არ იცნობს. სასამართლომ მოუწოდა დაცვის მხარეს წესრიგის დაცვისაკენ, ვინაიდან, სასამართლოს მითითებას ადვოკატები არ დაემორჩილნენ, სასამართლოს უპატივცემულობისა და წესრიგის დარღვევისათვის სამივე ადვოკატი გაძევებულ იქნა სხდომის დარბაზიდან. აღნიშნულის თაობაზე, სასამართლომ გამოიტანა კერძო განჩინება, რომელიც გადაეგზავნება ადვოკატთა ეთიკის კომისიას.

ბრალდებულის უფლებებს, მომდევნო სხდომაზე სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი დაიცავს.  სასამართლო განხილვა 30 მაისს 11:00 საათზე გაგრძელდება.  ბრალდებულს, მომდევნო სხდომაზე გამოცხადების თაობაზე, დადგენილი წესით გაეგზავნება უწყება და არასაპატიო მიზეზით სხდომაზე გამოუცხადებლობა მიჩნეულ იქნება სასამართლოსთვის თავის არიდებად, შესაბამისად, საქმის განხილვა მისი მონაწილეობის გარეშე გაგრძელდება“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics