|
2017-05-17 21:40:22, 1223 ნახვა
სპეციალური ანონსი
18 მაისის ანონსი
09:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება. 09:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმი გაიმართება, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ავსტრიის მეცნიერების, კვლევისა და ეკონომიკის ფედერალური მინისტრის მოადგილე ბერნადეტე გერლინგერი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი და ავსტრიის ფედერალური ეკონომიკური პალატის ვიცე-პრეზიდენტი რიჩარდ შენცი გახსნიან. 10:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ვიზიტორთა ცენტრში ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით III სამეცნიერო კონფერენცია - „ბიომრავალფეროვნება და საქართველო“ ჩატარდება. 10:30 საათზე, #51-ე საჯარო სკოლაში ჩატარდება აქცია „მშობელი - სკოლის თანამშრომელი“. ყველა მშობელს ექნება საშუალება ჩაატაროს გაკვეთილები და მონაწილეობა მიიღოს დირექციის, ადმინისტრაციის, მანდატურის, ექიმის, სპეცპედაგოგების, ფსიქოლოგების, ხარისხის მართვის სამსახურის საქმიანობაში. 11:00 საათზე, საქართველოს ხუთ ქალაქში - თბილისში, თელავში, გორში, ოზურგეთსა და ზუგდიდში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პრესკონფერენციებს გამართავენ. 11:00 საათზე, კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა ზესტაფონში გაიმართება. 11:00 საათზე, ტექნოპარკი ევროპის მეწარმეთა ქსელის საინფორმაციო დღეს უმასპინძლებს. 11:00 საათზე, სასტუმრო „რუმსში“ საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი კონსტიტუციის“ ფარგლებში პოლიტიკური პარტიები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდებიან.
11:00 საათზე, სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მესამე ტურის მეორე ეტაპი ჩატარდება. 12:00 საათზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში “დემოკრატიული მოძრაობის" მთავარი საბჭოს წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს. 13:00 საათზე, ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე (თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია) პირველი ვოლიერი გაიხსნება. 13:00 საათზე 15 კვალიფიციური პოლიტიკური პარტიის, საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართება. 14:00 საათზე, მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე მუზეუმის წლიურ ანგარიშს წარადგენს. ჟურნალისტებისათვის მოეწყობა ექსკლუზიური ტური გამოფენაზე ,,XVIII-XX საუკუნეების ქართული კოსტიუმი და იარაღი“. 15:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს ოფისი კავკასიისა და ცენტრალური აზიისთვის სსფ-ის რეგიონული ეკონომიკური მიმოხილვის პრეზენტაციას გამართავს, რომელსაც მთავრობის, პარლამენტის, ეროვნული ბანკის, ბიზნესის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან. 15:00 საათზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პირველადი ჯანდაცვის ექიმებისა და ინფექციონისტებისთვის საგანმანათლებლო პროექტის მიმდინარე საკითხებზე ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალ BMJ-ისთან ეროვნული საკოორდინაციო ჯგუფის რიგით მე-5 შეხვედრას გახსნის. 17:00 საათზე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მხარდაჭერით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ვარშავის 1944 წლის აჯანყების გმირის, ირინა სხირტლაძის სახელობის პოლონური ენის კაბინეტი გაიხსნება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრები და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)