|
2015-04-14 12:29:14, 1220 ნახვა
სამხედრო
43-ე ბატალიონმა სამოქმედო არეალი სრულად გადაიბარა
IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონმა ფარვანის პროვინციაში სამოქმედო რაიონი V-ე ბრიგადის 51-ე ბატალიონისგან ოფიციალურად უკვე გადაიბარა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცერემონიალი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე კოალიციური ძალების ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო. აშშ-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის „ქართული სამეკავშირეო ჯგუფის“ 10 წარმომადგენელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლებით "გენერალი კვინიტაძე" დააჯილდოვა. ბაგრამის საავიაციო ბაზის, ტაქტიკური დაჯგუფება "სოლიდისა" და „ქართული სამეკავშირეო ჯგუფის“ ხელმძღვანელობამ 51-ე ბატალიონის მიერ გაწეული სამსახური წარმატებულად შეაფასა. ოფიციალური მონაცემებით, 51-ე ბატალიონმა თავის სამოქმედო რაიონში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად მაქსიმალურად შეზღუდა ამბოხებულთა მოქმედებები, რამაც რაიონში სტაბილურად უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. სამხედრო მისია 51-ე ბატალიონმა უდანაკარგოდ შეასრულა და სრული შემადგენლობით ბრუნდება საქართველოში. 43-ე ბატალიონი მისიაში პირველად იმყოფება. ტაქტიკური დაჯგუფება "სოლიდის" დაქვემდებარებაში ქართველი ჯარისკაცები "მტკიცე მხარდაჭერის" მისიას ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად ექვსი თვის განმავლობაში შეასრულებენ. მათი მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იქნება.
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
უნგრეთის პარლამენტზე 12 წლის შემდეგ ევროკავშირის დროშა გადმოფინეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)