06:50 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-13 12:48:10, 703 ნახვა

სამართალი
ეგვიპტეში აფეთქებების სერიას პოლიციელები და სამხედრო მოსამსახურეები ემსხვერპლნენ

ეგვიპტეში ორი აფეთქების შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა. ორივე ინციდენტი კვირას სინაის ნახევარ კუნძულზე მოხდა.

პოლიციის შენობასთან დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 40-ზე მეტი კი დაშავდა.

რამდენიმე საათით ადრე კი ჯავშანტექნიკის აფეთქებას 6 ეგვიპტელი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „სინაის პროვინციამ“ აიღო, რომელიც რამდენიმე თვის წინ „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics